logo
ENG



გიორგი ღვინიაშვილი: ხელისუფლება, რომელიც აბუჩად იგდებს თავის ხალხს, უნდა შეიცვალოს

17 ნოე 201914:34
3 წუთის საკითხავი
 
kod22cyegarkbgj.jpg

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია დღევანდელ აქციაზე ბევრი ადამიანი გამოვიდეს და საკუთარი ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს.

ღვინიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან ატყუებს ხალხს და ბოლოს ამ კანონპროექტით დააგვირგვინეს თავიანთი ტყუილები.

„ხელისუფლება, რომელიც მუდმივად აგდებს თავის ხალხს, რომელიც მუდმივად დასცინის, აბუჩად იგდებს და არ აინტერესებს მათი ტკივილი და არც მოთხოვნები, ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ აქციაზე მოვიდეს ძალიან ბევრი ხალხი, რადგან ძალა არის ხალხში და ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ეს ხალხი მათი მონები არ არიან. 2012 წლის მერე დღემდე ყველაფერი მოატყუეს ხალხს და ბოლოს დააგვირგვინეს ამ კანონპროექტის ჩაგდებით. ეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მარტო პოლიტიკოსების საქმე არ არის, რომ გამოვიდეს ხალხი და თავისი ქვეყნის მომავალი და თავისი ქვეყნის პირადი ბედი თვითონ გადაწყვიტოს. ამ აქციით არაფერი არ დამთავრდება, გავაგრძელებთ აუცილებლად და მივალთ გამარჯვებამდე,“ - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ივნისში გაცემული დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, არ შეასრულა.


close დახურვა